რა არის FOREX | უპირატესობები | სავაჭრო პირობები | სწავლება | |
რა თანხით შემიძლია დავიწყო მუშაობა? დაწყება 5 დოლარითაც შეიძლება. რაც უფრო დიდი თანხით იმუშავებთ, მით უფრო სწრაფი და დიდია ხეირი. როგორ შეიძლება სავაჭრო ანგარიშის ბალანსის შევსება და თანხის უკან გატანა? ბევრნაირად: საკრედიტო ბარათით, ელექტრონული ანგარიშწორების სისტემებით, კრიპტოვალუტებით და ა.შ. თითოეული კლიენტი თავად ირჩევს მისთვის მოხერხებულ მეთოდს. ვაჭრობის დაწყება მინდა, მაგრამ თანხა საერთოდ არ გამაჩნია... შემოთავაზებული სადილინგოები რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, რეალურ სავაჭრო ანგარიშზე საჩუქრად ბონუსის სახით იძლევიან მცირე თანხას ($5-$100) ტრეიდინგის დასაწყებად. რა პარამეტრების კომპიუტერი, პროგრამული უზრუნველყოფა და კავშირი დამჭირდება სამუშაოდ? შეგიძლიათ იმუშაოთ პერსონალური კომპიუტერით ან ლეპტოპით. ასევე გამოდგება სმართფონი, iPhone, iPad და Android-გაჯეტები. პროგრამული უზრუნველყოფა (MetaTrader) უფასოა. იგი უნდა მოქაჩოთ და დააყენოთ კომპიუტერზე ან გაჯეტზე. კავშირისათვის საკმარისია მობილური ინტერნეტი. მუშაობა შეიძლება ნებისემიერი ადგილიდან, სადაც არის რამენაირი ინტერნეტი. რომელ ვალუტაში წარმოებს ანგარიში? ანგარიში წარმოებს აშშ დოლარებში, ევროებში ან ცენტებში. დეპოზიტის ვალუტას ირჩევთ რეალური სავაჭრო ანგარიშის გახსნის დროს. ფორექსზე მუშაობა რამდენად კონფიდენციალურია? სრულიად კონფიდენციალური! - თქვენი საქმიანობისა და სავაჭრო ანგარიშების შესახებ ვერავინ გაიგებს (მათ გარდა, ვისაც თავად უამბობთ). რა განსხვავებაა დემო და რეალურ სავაჭრო ანგარიშს შორის? დემო-ანგარიში იდეალურია სწავლისათვის. დემო-ანგარიშზე მუშაობის პირობები იდენტურია რეალურ ანგარიშზე მუშაობის პირობებთან: ორდერთა შესრულების ტექნიკა, ღია პოზიციის მიდევნების პარამეტრები და ა.შ. იგივეა რაც რეალური მუშაობისას. სად მდებარეობს FOREX ? FOREX-ს (ისევე როგორც ინტერნეტს) არ გააჩნია რაიმე განსაზღვრული ადგილმდებარეობა. ეს არის ტელეკომუნიკაციებით გაერთიანებული დილერთა უზარმაზარი ქსელი, განაწილებული მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებში და მომუშავე როგორც ერთიანი მექანიზმი. როგორ გამოვიმუშავოთ ტრეიდინგით FOREX-ზე? ვთქვათ, მუშაობთ 1:500 მხარით და სავაჭრო ანგარიშზე გაქვთ 40 USD. დავუშვათ GBP/USD-ის ცვლილებაზე დაკვირვებისა და გაანალიზების შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება: 0.05 ლოტი, ანუ 5000 GBP გაყიდოთ მიმდინარე 1.3880 ფასად USD-ს მიმართ (ამას 5000/500 = 10 GBP ანუ 101.3880 = 13.88 USD ჭირდება). რამდენიმე საათის შემდეგ, როცა GBP/USD-ის კურსი 260 პუნქტით შემცირდა და შეადგინა 1.3620, გადაწყვიტეთ პოზიციის დაკეტვა და იყიდეთ ფუნტები უფრო იაფად, ვიდრე გაყიდეთ, ანუ მიიღეთ მოგება. ორდერის შედეგი გამოითვლება ასე: (გახსნის ფასი - დაკეტვის ფასი) ლოტის მოცულობა. ჩვენს მაგალითზე: მოგება = (1.3880-1.3620)5000 = 130 USD. შედეგად, სავაჭრო ანგარიშის ბალანსი გახდება 40+130 = 170 USD. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში GBP/USD-ის 200-300 პუნქტით ცვლილება ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს. რა სარგებლობა შეიძლება მომიტანოს FOREX-მა კერძო ინვესტორს? ტრეიდერი, რომლის განკარგულებაში არცთუ ისე დიდი თანხაა, ასობით ათასი დოლარის ოდენობის თანხებით ოპერირების საშუალება აქვს. მაგალითად, 100 000 ერთეულიანი გარიგების ჩასატარებლად საკმარისია მხოლოდ 100 ერთეულის ქონა. ეს კი ყოვლეთვიურად საწყისი კაპიტალის 50%-ზე მეტის გამომუშავების რეალურ შესაძლებლობას იძლევა. ვინ არიან ბაზრის მონაწილენი? სავალუტო ბაზრის ძირითადი მონაწილენი არიან: კომერციული და ცენტრალური ბანკები, სავალუტე ბირჟები, საგარეო-სავაჭრო ოპერაციების განმხორციელებელი ფირმები, საინვესტიციო ფონდები, ბროკერული კომპანიები, კერძო პირები. რატომაა FOREX პოპულარული? FOREX-ის პოპულარობა აიხსნება იმით, რომ დღესდღეობით ეს ბაზარი ხასიათდება ვაჭრობის ყველაზე დიდი მოცულობით, გარიგებათა ჩატარების სიიაფით, თანხების ყველაზე სწრაფი მოძრაობით. იგი ერთადერთი ბაზარია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. არასრულწლოვანს შეუძლია ფორექსზე მუშაობა? 25 წლის ასაკამდე ამის გაკეთება არაა რეკომენდებული - მაგ ასაკამდე ადამიანს არ აქვს ჩამოყალიბებული ის პიროვნული თვისებები, რომლებიც აუცილებელია ტრეიდინგში წარმატების მისაღწევად. რა არის საკრედიტო მხარი და ვინ იძლევა მას? მარჟიალური ვაჭრობის პრინციპი. მარჟიალური ვაჭრობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარიგების ჩასატარებლად აუცილებელი არაა კონტრაქტის ოდენობის თანხის ქონა. საკმარისია გირაოს (margin) ოდენობის თანხის ქონა, რაც ჩვეულებრივ საჭირო თანხის 0.1-1.0%-ს შეადგენს. დანარჩენ თანხას მოგაშველებთ ბროკერი, რომლის მეშვეობითაც ასრულებთ გარიგებებს FOREX-ზე. ამას საკრედიტო მხარის (leverage) მიცემა ქვია. მინდა უფრო მეტი ვიცოდე ტრეიდინგის შესახებ. თუ უცხო ენას ფლობთ, კითხვა არ გეზარებათ და თავისუფალი დრო საკმარისად გაქვთ, ინტერნეტში უფასოდ დავდეთ ლიტერატურის უზარმაზარი კოლექცია. მოქაჩეთ და წაიკითხეთ.
|
||||
© 2006-2024. ტელ: 597332256. ელ.ფოსტა: forex@joker.ge | ||||