რა არის FOREX | სწავლება | სავაჭრო პირობები | კითხვა-პასუხი |
თანამედროვე მსოფლიოში ყველანი ან რაღაცით ვაჭრობენ, ან უცდიათ ვაჭრობა. რათა უკეთ გავერკვეთ სავალუტე ვაჭრობის არსსა და მის უპირატესობაში, შევადაროთ იგი ჩვეულებრივ მამაპაპურ "საქონლით" ვაჭრობას. ჩვეულებრივი ვაჭრობის დროს თქვენ საკუთარი ან ვალად აღებული ფულით ყიდულობთ საქონელს, მიგაქვთ იქ, სადაც ის უფრო ძვირია და ყიდით. ხშირად საქონელი არ გადაადგილდება და გამყიდველი ელოდება იმ დროს როცა მისი საქონლის ფასი საგრძნობლად მოიმატებს, და მაშინ გაყიდის მას. ამ პროცესის ფორმულა ასე გამოიყურება: ფული -> საქონელი -> ფული + მოგება - ხარჯები ასეთნაირი ბიზნესის ხიბლი - მოგების მაღალი ნორმის მიღების შესაძლებლობაა (საქონლის წარმატებით შერჩევისას). მაგრამ ვაჭრობის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ძნელი ხდება ასეთი საქონლის მოძებნა, იზრდება კონკურენცია, ბაზრის "დასაქონლება". ამის გარდა ბევრ საქონელს აქვს ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, არიან ფუჭებადი და ახლავთ სხვა რისკები. დიდია ხარჯები საქონლის ტრანსპორტირებაზე ქვეყნის შიგნითაც კიი. ამის გარდა მოსაგვარებელია უამრავი ორგანიზაციული საკითხები: იჯარა, გადასახადები, სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურები, მუშახელის ხელფასი - ეს ყველაფერი საგრძნობლად ამცირებს მოგებას. შეიძლება საქონელი უხეიროდ შეარჩიოთ და მოგიწიოთ მისი უფრო იაფად "დაგდება", ვიდრე თვითონ შეიძინეთ :( მოგების გასაზრდელად არსებობს ორი გზა: აიღოთ კრედიტი და გაზარდოთ საქონლის რაოდენობა (ასორტიმენტი) ან დააჩქაროთ საქონლის ბრუნვადობა. კრედიტში საკმაოდ მაღალი პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ხოლო საქონლის დაკარგვის შემთხვევაში - შეიძლება უიმისოდაც დარჩეთ რაც კრედიტის უზრუნველსაყოფად იყო ჩადებული :( საშუალო ბუტკა, რომლის ორგანიზებაზეც დაახლოებით 75000 ლარია საჭირო, საუკეთესო შემთხვევაში მფლობელისთვის თვეში 4000 ლარი მოგება და მუდმივი დაკავებულობა მოაქვს. სადმე გინახიათ ასეთი ბუტკის პატრონი ახალთახალი Audi-ით დასეირნობდეს? ის, რაც მოაქვს FOREX-ს ბევრად ხეირიანი, ეფექტური და უსაფრთხოა. ფორექს-ტრეიდინგის ფორმულა ასეთია: ფული -> სხვა ფული -> ფული + მოგება
ტრეიდინგით მოგების მიღება სავალუტე ბაზარზე დაფუძნებულია იმაზე, რომ ვალუტების კურსები(ფასები) მუდმივად იცვლებიან, დაცოცავენ. ჩვენი (ტრეიდერის) ამოცანაა - რაღაცა ვიყიდოთ იაფად და გავყიდოთ ძვირად, ან გავყიდოთ ძვირად და ვიყიდოთ იაფად. ხეირის მიღება შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით ცვლილების დროს. განვიხილოთ მარტივი, ცხოვრებისეული მაგალითი: ერთ მშვენიერ ზამთრის სუსხიან დღეს, როცა ევროს კურსი ლართან მიმართებაში იყო 4.10, ნამეტნავად მაღალი მოგვეჩვენა იგი და გაცვლით პუნქტში ჩავაბარეთ მუთაქაში შენახული 1000 ევრო, რაშიც შესაბამისად 4100 ლარი მოგვცეს. ეს ფული ისევ მუთაქაში შევჩურთეთ და დავიწყეთ ლოდინი (ნერვიულობა). გარკვეული ხნის შემდეგ, ზაფხულში, ევროს კურსი ლართან მიმართებაში გახდა 3.25. ამ დროს გამოვიღეთ მუთაქაში შენახული 4100 ლარი და 3250 ლარად შევიძინეთ 1000 ევრო. ხოლო 850 ლარი ზედმეტი დაგვრჩა :) ერთი შეხედვით ვიხეირეთ, რადგანაც უწინ 1000 ევრო გვქონდა, ახლა კი 1000 ევრო და 850 ლარი გვაქვს. მაგრამ ეს მოჩვენებითია: ზამთრის 1000 ევრო ხომ 4100 ლარი ღირდა, ზაფხულისა კი მხოლოდ 3250 ლარი ღირს, ანუ თვითონ 1000 ევრო გაიაფდა იმ 850 ლარით. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ აბსოლიტურად სწორად გამოვიცანით კურსის ცვლილება და შესაბამისადაც ვიმოქმედეთ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კაპიტალის გაუფასურებისგან თავის არიდება მოვახერხეთ. იმისათვის რომ გარიგება გახდეს სპეკულატიური და მოგიტანოთ მოგება, საჭიროა გარე თანხების მოზიდვა, ანუ კრედიტის აღება. ახლა წარმოიდგინეთ. რომ იღებთ 100 000 ევროს კრედიტად, ცვლით (მაშინ როცა EURGEL= 4.10) მას 410000 ლარზე, საპირისპირო გაცვლისას (როცა უკვე EURGEL= 3.25) 325000 ლარად ყიდულობთ 100 000 ევროს და გრჩებათ 85 000 ლარი. 100 000 ევროს კრედიტს უბრუნებთ პატრონს, 85 000 ლარს კი იჯიბავთ და გულაობთ :) ჰო მაგრა ასწორებს?! :) მაგრამ სად უნდა იშოვნოთ ამოდენა კრედიტი? თანაც
უზრუნველყოფის გარეშე. რომელი ბანკი მოგცემთ მას ან რომელი ბუტკა გადაცვლის ამხელა
თანხას? როგორ დავიცვათ თავი? ეს ხომ წარმოუდგენელია!
|
|||
© 2006-2024. ტელ: 597332256. ელ.ფოსტა: forex@joker.ge | |||