![]() |
|||
| რა არის FOREX | სწავლება | სავაჭრო პირობები | კითხვა-პასუხი |
|
თანამედროვე მსოფლიოში ყველანი ან რაღაცით ვაჭრობენ, ან უცდიათ ვაჭრობა. რათა უკეთ გავერკვეთ სავალუტე ვაჭრობის არსსა და მის უპირატესობაში, შევადაროთ იგი ჩვეულებრივ მამაპაპურ "საქონლით" ვაჭრობას. ჩვეულებრივი ვაჭრობის დროს თქვენ საკუთარი ან ვალად აღებული ფულით ყიდულობთ საქონელს, მიგაქვთ იქ, სადაც ის უფრო ძვირია და ყიდით. ხშირად საქონელი არ გადაადგილდება და გამყიდველი ელოდება იმ დროს როცა მისი საქონლის ფასი საგრძნობლად მოიმატებს, და მაშინ გაყიდის მას. ამ პროცესის ფორმულა ასე გამოიყურება: ფული -> საქონელი -> ფული + მოგება - ხარჯები ასეთნაირი ბიზნესის ხიბლი - მოგების მაღალი ნორმის მიღების შესაძლებლობაა (საქონლის წარმატებით შერჩევისას). მაგრამ ვაჭრობის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ძნელი ხდება ასეთი საქონლის მოძებნა, იზრდება კონკურენცია, ბაზრის "დასაქონლება". ამის გარდა ბევრ საქონელს აქვს ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, ფუჭებადია და ახლავთ სხვა რისკები. დიდია ხარჯები საქონლის ტრანსპორტირებაზე ქვეყნის შიგნითაც კიი. ამის გარდა მოსაგვარებელია უამრავი ორგანიზაციული საკითხები: იჯარა, გადასახადები, სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურები, მუშახელის ხელფასი - ეს ყველაფერი საგრძნობლად ამცირებს მოგებას. შეიძლება საქონელი უხეიროდ შეარჩიოთ და მოგიწიოთ მისი უფრო იაფად "დაგდება", ვიდრე თვითონ შეიძინეთ :( მოგების გასაზრდელად არსებობს ორი გზა: აიღოთ კრედიტი და გაზარდოთ საქონლის რაოდენობა (ასორტიმენტი) ან დააჩქაროთ საქონლის ბრუნვადობა. კრედიტში საკმაოდ მაღალი პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ხოლო საქონლის დაკარგვის შემთხვევაში - შეიძლება უიმისოდაც დარჩეთ რაც კრედიტის უზრუნველსაყოფად იყო ჩადებული :( საშუალო ბუტკა, რომლის ორგანიზებაზეც დაახლოებით 75000 ლარია საჭირო, საუკეთესო შემთხვევაში მფლობელისთვის თვეში 4000 ლარი მოგება და მუდმივი დაკავებულობა მოაქვს. სადმე გინახიათ ასეთი ბუტკის პატრონი ახალთახალი Tesla-თი დასეირნობდეს? ის, რაც მოაქვს FOREX-ს ბევრად ხეირიანი, ეფექტური და უსაფრთხოა. ფორექს-ტრეიდინგის ფორმულა ასეთია: ფული -> სხვა ფული -> ფული + მოგება
ტრეიდინგით მოგების მიღება სავალუტე ბაზარზე დაფუძნებულია იმაზე, რომ ვალუტების კურსები(ფასები) მუდმივად იცვლებიან, დაცოცავენ. ჩვენი (ტრეიდერის) ამოცანაა - რაღაცა ვიყიდოთ იაფად და გავყიდოთ ძვირად, ან გავყიდოთ ძვირად და ვიყიდოთ იაფად. ხეირის მიღება შეიძლება ორივე მიმართულებით ცვლილების დროს. განვიხილოთ მარტივი, ცხოვრებისეული მაგალითი: დავუშვათ, ერთ მშვენიერ დღეს, როცა ევროს კურსი ლართან მიმართებაში (EUR/GEL) იყო 4.00, ნამეტნავად მაღალი მოგვეჩვენა იგი და ვალუტის გაცვლით პუნქტში ჩავაბარეთ მუთაქაში შენახული 1000 ევრო, რაშიც შესაბამისად 4000 ლარი მოგვცეს. ამას პოზიციის გახსნა ჰქვია. ეს ფული ისევ მუთაქაში შევჩურთეთ და დავიწყეთ ლოდინი (ნერვიულობა). გარკვეული ხნის შემდეგ, დღეს, 2025 წლის 19 ნოემბერს EUR/GEL კურსი გახლავთ 3.14. ამ დროს გამოვიღეთ მუთაქაში შენახული 4000 ლარი და 3140 ლარად შევიძინეთ 1000 ევრო. ამას პოზიციის დახურვა ჰქვია. 4000 - 3140 = 860 ლარი ზედმეტი დაგვრჩა :) ერთი შეხედვით ვიხეირეთ, რადგან უწინ 1000 ევრო გვქონდა, ახლა კი 1000 ევრო და 860 ლარი გვაქვს. მაგრამ ეს მოჩვენებითია: მაშინდელი 1000 ევრო ხომ 4000 ლარი ღირდა, ახლანდელი კი მხოლოდ 3140 ლარი ღირს, ანუ თვითონ 1000 ევრო გაიაფდა იმ 860 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლიტურად სწორად გამოვიცანით კურსის ცვლილება და შესაბამისადაც ვიმოქმედეთ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კაპიტალის გაუფასურებისგან თავის არიდება მოვახერხეთ. იმისათვის რომ გარიგება გახდეს სპეკულატიური და მოგვიტანოს ნამდვილი მოგება, საჭიროა გარე თანხების მოზიდვა, ანუ კრედიტის აღება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ იღებთ 100 000 ევროს კრედიტად, ცვლით (გახსნა) (მაშინ როცა EUR/GEL= 4.00) მას 400 000 ლარზე, საპირისპირო გაცვლისას (დახურვა) (როცა უკვე EUR/GEL= 3.14) 314 000 ლარად ყიდულობთ 100 000 ევროს და გრჩებათ 86 000 ლარი. 100 000 ევრო კრედიტს უბრუნებთ პატრონს, 86 000 ლარს კი იჯიბავთ და გულაობთ :) ჰო მაგრა ასწორებს?! :) ნახეთ კურსის აღმასვლაზე ხელის მოთბობის ცხოვრებისეული მაგალითი. მაგრამ სად უნდა იშოვნოთ ამოდენა კრედიტი? თანაც
უზრუნველყოფის გარეშე. რომელი ბანკი მოგცემთ მას ან რომელი ბუტკა გადაცვლის ამხელა
თანხას? როგორ დავიცვათ თავი? ეს ხომ წარმოუდგენელია!
|
|||
| © 2006-2025. ტელ: 597332256. ელ.ფოსტა: info@forex.com.ge | |||